ფეხბურთი

16:00 | 11.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შეყვარებულის შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მექსიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ომარ ბრავო მოზარდის მიმართ სავარაუდო ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ბრავო გასულ კვირას დააკავეს, რადგან ეჭვმიტანილია მისი შეყვარულის 17 წლის ქალიშვილის მიმართ ძალადობაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. როგორც დაცვის მხარე ამტკიცებს, 45 წლის ფეხბურთელი გოგონაზე 11 წლის ასაკიდან ძალადობდა და მას ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუ ბრალდება დაუმტკიცდება.

დანაშაულის ბუნებიდან გამომდინარე ბრავო ციხეში მინიმუმ ექვს თვეს გაატარებს, მექსიკაში წინასწარი პატიმრობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული საზოგადოებისთვის ან პროცესისთვის საფრთხედ მიიჩნევა. დაცვამ ბრავოსა და გოგონას შორის საუბრის 42 სქრინშოტი წარმოადგინა, ასევე ვიდეოჩანაწერი.

ომარ ბრავომ 2003-2013 წლებში მექსიკის ნაკრებში 66 მატჩში 15 გოლი გაიტანა, მათ შორის, ორი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე. კარიერის განმავლობაში მას „გვადალახარაში“, „დეპორტივოში“, „ტიგრესში“, „კანზას სიტიში“, „კრუზ ასულში“, „ატლასსა“ და „ფინიქსში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089961