ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, რომ ესპანეთის ნაკრებში დანი ოლმოს ტრავმამ „ბარსელონას“ აღშფოთება გამოიწვია და კატალონიურმა კლუბმა „ლა როხას“ პედრისთან დაკავშირებით სიტუაციის მონიტორინგი მოსთხოვა.
წყაროს თანახმად, დანი ოლმოს ტრავმა „ბარსაში“ გაბრაზებას იწვევს იმიტომ, რომ ნაკრებში ის სამედიცინო დასკვნით მივიდა, რომლის თანახმად მას კუნთების დაღლილობა ჰქონდა და დისკომფროტს გრძნობდა. ზუსტად იგივე დასკვნა ჰქონდა „რეალიდან“ დინ ჰუისენს, რომელმაც ნაკრების შეკრება დატოვა და „რეალში“ დაბრუნდა.
თუმცა, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გადაწყვიტა, რომ ოლმოზე დაყრდნობა გაეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად ის ოთხი განმავლობაში ვერ ვარჯიშობდა. „ბარსელონასთვის“ გაუგებარია ფეხბურთელის ქმედებაც, რომელმაც იცოდა, რომ სრულად გამოჯანმრთელებული არ იყო და მაინც ივარჯიშა, ვერ შეეძლო ყველა ის სიგნალი ეგრძნო, რასაც სხეული უგზავნიდა. ამრიგად, დანი ოლმო „ბარსელონაში“ ტრავმირებული ბრუნდება და სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
გარდა ამისა, ოლმო არ არის „ბარსელონას“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც პრობლემა აქვს. AS-ი წერს, რომ პედრისაც დაღლილობის აშკარა ნიშნები აქვს და „ბლაუგრანამ“ ესპანეთის ნაკრებისგან მისი ვარჯიშისა და დატვირთვის მკაცრი მონიტორინგი მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებთან მატჩების წინ ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მათ შორის ლამინ იამალი, როდრი, დინ ჰუისენი და ფაბიან რუისი.