UFC-ის მსოფლიოს ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთში საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე ესტუმრა.
მან ქართველ ფეხბურთელებთან ისაუბრა, ფოტოები გადაიღო და გუნდს წარმატებები უსურვა. ილიას საქართველოს ნაკრების პირველნომრიანი მაისური საჩუქრად გადასცეს. თოფურია ეროვნულ ნაკრებს შვილთან ერთად ესტუმრა.
„ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი თამაში მთლიანად საქართველოსთვის. არა მარტო ფეხბურთელები აიხდენენ ოცნებას მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ გავალთ, არამედ მთელი საქართველო. ასე რომ, სულით და გულით, საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიქნებით“, - თქვა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამდე საქართველოს ნაკრებს UFC-ის კიდევ ერთი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ესტუმრა.