ფეხბურთი

19:09 | 11.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "ყველაზე მეტად ანჩელოტი მენდო და საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშე"

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ვინისიუსმა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩის (5:0) შემდეგ კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ იტალიელის ხელში ითამაშა თავისი საუკეთესო ფეხბურთი და დარწმუნებულია, რომ ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში წარმატებას მიაღწევს:

„კარლო ანჩელოტია მწვრთნელი, რომელიც ყველაზე მეტად მენდო და ვისი ხელმძღვანელობით საუკეთესოდ ვთამაშობდი. მასთან ერთად პროგრესი აშკარაა. გვსურს, ასე გავაგრძელოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავად ვითამაშოთ“, - თქვა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09547