საფრანგეთის ნაკრებს „ლივერპულის“ მცველი იბრაჰიმა კონატე გამოაკლდა. მან შეკრება უკვე დატოვა.
მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კონატეს ნაცვლად „მარსელის“ მცველი ბენჟამინ პავარი გამოიძახა. ჯერჯერობით, უცნობია კონატეს ტრავმის ხარისხი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს მანამდე კილიან მბაპე გამოაკლდა, რომელმაც შეკრება დატოვა და მადრიდში დაბრუნდა.