„ბარსელონას“ კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და თამაში შეაფასა:
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ძალიან ბედნიერი და დაღლილი ვარ. ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დავნებებულვართ. საბოლოოდ, მოვიგეთ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ და მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, რომლის მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო, როდესაც ძალიან დაღლილები ვიყავით. დიდი ენერგია მოგვცეს დ ეს გუნდური თამაში იყო.
„ვალენსიას“ ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, არ ვიცი, ხალხს რატომ უკვირს, რომ ისინი კარგად თამაშობენ. ძალიან კარგი გუნდი რომაა, ევროლიგის ორ მატჩში აჩვენეს, ლიგა ენდესაშიც, ამიტომ, ველოდით ისეთ რთულ თამაშს, როგორიც იყო.
როგორც ვთქვი, მადლობა გულშემატკივრებს ენერგიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ „ვალენსიამ“ ბევრი ქულა დააგროვა და ჩვენ შეტევაში კარგად ვერ ვთამაშობდით, ისინი ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მადლობა ღმერთს, ჩემი გუნდის წყალობით, მოვიგეთ და ვფიქრობ, მთელი დარბაზი ბედნიერი იყო“, - თქვა შენგელიამ.