ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელმა ერლინგ ჰოლანდმა ისრაელთან მატჩში ზედიზედ ორი პენალტი ვერ გაიტანა.
შეხვედრის მეხუთე წუთზე ჰოლანდმა თერთმეტმეტრიანი დაარტყა, რომელიც სტუმართა მეკარე პერეტცმა მოიგერია, თუმცა, მთავარმა მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა პენალტის ხელმეორედ შესრულების განკარგულება გასცა, რადგან ისრაელის ნაკრების მეკარეს პირველი პენალტის დარტყმის მომენტში ფეხი კარის ხაზზე არ ჰქონდა დაფიქსრებული.
ჰოლანდმა ამჯერად დარტყმის კუთხე შეცვალა, თუმცა, პერეტცს ისევ ვერ აჯობა და ანგარიში იმ დროისთვის უცვლელი დარჩა, თუმცა დროებით: ერლინგმა პირველივე ტაიმში მაინც დაამწუხრა მეტოქე, როცა 27-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.