ფეხბურთი

21:55 | 11.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის ჰეთ-თრიქი: ნორვეგია მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიფრინავს

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებმა მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და იტალიას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჯგუფში პირველ ადგილს არ დაუთმობს. ისრაელთან ერლინგ ჰოლანდმა მეხუთე წუთზე ზედიზედ ორი პენალტი გააცუდა, ჯერ პირველი, შემდეგ მეორე, როცა მსაჯმა მეკარე წესების დარღვევაში დაადანაშაულა და პენალტი ჰოლანდს თავიდან შეასრულებინა.

თუმცა, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდზე ამ შეცდომას ნეგატიურად არ უმოქმედია, პირიქით, ჩვეული სტაბილურობით განაგრძო გოლების გატანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, ორი გოლიც სტუმრებმა თავიანთ კარში გაიტანეს და ნორვეგიამ ისრაელი 5:0 გაანადგურა.

ნორვეგია უდანაკარგოდ, 18 ქულით ლიდერობს ჯგუფს და მომდევნო ტურში ესტონეთს უმასპინძლებს. გამოთვლებსაც უბრალოდ აზრი აღარ აქვს, ნორვეგია ესტონეთს რომ მოუგებს, ამაში ეჭვი ალბათ, არავის ეპარება და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, მიუხედაად იმისა, რომ ბოლო მატჩი იტალიაში აქვს. იქ, „სკუადრა აძურას“ ორნიშნა სხვაობით მოგება დასჭირდება, რაც რა თქმა უნდა, შეუძლებელი მისაა. ასე რომ, 1998 წლის შემდეგ პირველად, ნორვეგია მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება, ხოლო 2000 წლის შემდეგ - დიდ ტურნირზე.

კიდევ ერთი მატჩი F ჯგუფში გაიმართა, სადაც უნგრეთის ნაკრებმა სომხეთს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 2:0 აჯობა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ეს ნაკრებები მეორე ადგილისთვის იბრძვიან, სამი ტურის შემდეგ უნგრეთს 4 ქულა აქვს, სომხეთს - 3. მომდევნო ტურში უნგრელები პორტუგალიას და სომხები ირლანდიას ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092248