„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ ესპანურ გამოცემა AS-თან გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.
ესპანელმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და აღნიშნა, რომ ის არ ჰგავს არცერთ ფეხბურთელს, რომელთანაც აქამდე უმუშავია:
„მას აქვს ის მახასიათებლები, რომლებიც ჩვენს თამაშს შეეფერება. ის კარგი მობილურობით გამოირჩევა და ერთგვარად, ქუჩის თავდამსხმელია. შესაძლოა ცოტა ანარქიული, მარტოსული. მაგრამ ძალიან ჭკვიანი, ინსტინქტური, შთამბეჭდავი უნარით, რომ ორივე ფეხით დაასრულოს შეტევა. მიქაუტაძე დროს შესანიშნავად არჩევს, ძალიან ჭკვიანია. გიორგი არ ჰგავს ჩემს მიერ გაწვრთნილ არცერთ ფეხბურთელს. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ის ძალიან კარგია“, - აღნიშნა მარსელინომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე ჩატარებულ შვიდ მატჩში 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.