კალათბურთი

23:13 | 11.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „მორაბანკ ანდორა“ ადვილად, 96:64 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან აღარ გაუშვიათ და გამარჯვებაც ადვილად მოიპოვეს.

გიორგი შერმადინმა 21 წუთში 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და მოედანზე საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 7-დან 6 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გიორგი მატჩის MVP გახდა.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 2 მოგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 ოქტომბერს, „მურსიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097407