რაგბი

23:50 | 11.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მელიქიძის და ნინიაშვილის ლელოები ტოპ 14-ში

საფრანგეთის ტოპ 14-ის მეექვსე ტურში „სტად ფრანსესმა“ საკუთარ მოედანზე „ლა როშელი“ დაძაბულ ბრძოლაში, 26:24 დაამარცხა და ორი ქართული ლელო გავიდა.

36-ე წუთზე სტუმართა ჩათვლის მოედანში ბურთი გიორგი მელიქიძემ დაამიწა და „სტად ფრანსესს“ თამაშში პირველი ქულები შესძინა. ლელოს გარეშე არ დარჩენილა დავით ნინიაშვილიც, რომელმაც 69-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა.

„ლა როშელი“ ტოპ 14-ში 6 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 ოქტომბერს, „მონტებანს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098747