ფეხბურთი

0:58 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალია ისევ პლეი-ოფის გზაზე, ალბანეთის რეალური შანსი

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მატჩები რამდენიმე ჯგუფში გაიმართა.

F ჯგუფში პორტუგალიას ძალიან გაუჭირდა საკუთარ მოედანზე ირლანდიის დამარცხება, რომელსაც რუბენ ნევეშის ერთადერთი გვიანი გოლით აჯობა. სხვათა შორის, იქამდე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა. საბოლოოდ, ლუზიტანელებმა 1:0 მოიგეს და 9 ქულით ლიდერობენ ჯგუფს. უნგრეთს 4 ქულა აქვს, სომხეთს 3, ხოლო ირლანდიას - 1. მომდევნო ტურში პორტუგალია - უნგრეთი და ირლანდია - სომხეთია.

1. პორტუგალია 3 3 0 0 9 2 7 9
2. უნგრეთი 3 1 1 1 6 5 1 4
3. სომხეთი 3 1 0 2 2 8 -6 3
4. ირლანდია 3 0 1 2 3 5 -2 1

I ჯგუფში იტალიის ნაკრებმა გასვლაზე მოიზე კინის, მატეო რეტეგისა და 20 წლის დებიუტანტის, ფრანჩესკო ესპოზიტოს გოლებით ტალინში ესტონეთს 3:1 აჯობა. იქამდე, ნორვეგიამ 5:0 გაანადგურა ისრაელი. ამ ჯგუფში ნორვეგია 18 ქულით ლიდერია და პრაქტიკულად განაღდებული აქვს მუნდიალის საგზური, იტალიამ ზედიზედ მესამედ თავიდან რომ აირიდოს მუნდიალს მიღმა დარჩენა, პლეი-ოფში უნდა გააგრძელოს ბრძოლა - ყველაფერი ამაზე მიუთითებს, რადგან 12 ქულით მეორე ადგილზეა. მეორე პოზიციის შანსი აქვს მცირედი, მაგრამ მაინც ისრაელსაც, რომელსაც 9 ქულა გააჩნია. მომდევნო ტურში იტალია ისრაელს უმასპინძლებს, ესტონეთი კი მოლდოვას.

1. ნორვეგია 6 6 0 0 29 3 26 18
2. იტალია 5 4 0 1 15 8 7 12
3. ისრაელი 6 3 0 3 15 16 -1 9
4. ესტონეთი 6 1 0 5 6 16 -10 3
5. მოლდოვა 5 0 0 5 3 25 -22 0

K ჯგუფში ალბანეთის ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა მეორე ადგილისკენ. სილვინიოს გუნდმა ბელგრადში კონკურენტ სერბეთს რეი მანაის გოლით 1:0 მოუგო. ჯგუფს ინგლისი 15 ქულით ლიდერობს და პირველ ადგილში უკონკურენტოა. აი, ალბანეთი 11 ქულით მეორე ადგილზეა და კონკურენტ სერბეთს 4 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. ფაქტია, რომ ალბანეთის შანსი რეალურია და სერბეთი რთულ მდგომარეობაშია. ლატვია და ანდორა ამ ჯგუფში უშანსოდ არიან.

1. ინგლისი 5 5 0 0 13 0 13 15
2. ალბანეთი 6 3 2 1 6 3 3 11
3. სერბეთი 5 2 1 2 4 6 -2 7
4. ლატვია 6 1 2 3 4 8 -4 5
5. ანდორა 6 0 1 5 2 12 -10 1
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100456