ფეხბურთი

2:57 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილი: "დავალებები ვერ შევასრულეთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო. ფეხბურთელები აკლდათ, თუმცა ვნახეთ, რომ მათი შეცვლა სხვა ფეხბურთელებს შეუძლიათ. ჩვენ თამაშზე უნდა გვეფიქრა, ვერ შევასრულეთ დავალებები კარგად, რომელიც გვქონდა. ბურთით უფრო მეტად უნდა გვეთამაშა და გვეცადა, მეტად გაგვეკონტროლებინა. ახლა კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე უნდა გადავიტანოთ, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ, ვემზადებით და სრული შემართებით დადებითი შედეგისთვის უნდა ვითამაშოთ“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული. ჯგუფს ესპანეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, შემდეგ საქართველო 3 ქულით და ბოლო საფეხურზე ბულგარეთი უქულოდაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს, სადაც შეცდომის უფლება აღარ ექნება.

სოფო ერქვანია ესპანეთიდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096141