ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მიკელ ოიარსაბალმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის (2:0) და გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„მე ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული და ვცდილობ გუნდს ყველაფრით დავეხმარო. პირველ ტაიმში შევქმენით ბევრი მომენტი, რომ გოლი გაგვეტანა. როდესაც გაქვს შანსი და ვერ იტან, იმედგაცრუებული ხარ. რაც შეეხება ჯარიმას, კართან ახლო მანძილში იყო, ვისაუბრეთ და გამიმართლა, რომ ყველაფერი გამოვიდა. თავს გუნდში მნიშვნელოვნად ვგრძნობ, როგორც ყოველთვის. ყველა მოთამაშეს აქვს თავისი მახასიათებლები და საჭიროა შენი თანაგუნდელების სტილს მოერგო“, - თქვა ოიარსაბალმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული. ჯგუფს ესპანეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, შემდეგ საქართველო 3 ქულით და ბოლო საფეხურზე ბულგარეთი უქულოდაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს, სადაც შეცდომის უფლება აღარ ექნება.