ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ „მანრესას“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 68:83 დამარცხდა.
ბურჯანაძემ პარკეტზე 13 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 9 ქულით, 2 მოხსნით და 2 პასით გამოირჩა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.
„გრანადა“ ორი ტურის შემდეგ ორი წაგებით მე-16 ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 ოქტომბერს, „ბასკონიას“ უმასპინძლებს.