ფეხბურთი

16:52 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე, ბრუნო ფერნანდეში და რონალდუ: კელეჰერის ბოლო სამი მოგერიებული პენალტი

ირლანდიის ნაკრები პორტუგალიასთან დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა, მაგრამ კელტების მეკარემ კაომინ კელეჰერმა შესანიშნავად ითამაშა და კრიშტიანუ რონალდუს პენალტიც კი აუღო.

ირლანდიელმა მეკარემ ბოლო სამი პენალტი ისეთ ფეხბურთელებს აუღო, როგორებიც კილიან მბაპე, ბრუნო ფერნანდეში და რონალდუ არიან.

2024 წლის 27 ნოემბერს, მან „ლივერპული“ – „რეალის“ მატჩში მბაპეს აჯობა, 2025 წლის 27 სექტემბერს, „ბრენტფორდი“ – „მანჩესტერის“ დაპირისპირებაში ბრუნოს, ხოლო გუშინ რონალდუსაც არ გაატანინა.

კელეჰერს შრომა პორტუგალიასთან არ დაუფასდა, ბოლოს რუბენ ნევეშმა მაინც გაუტანა გოლი, მაგრამ კრიშტიანუს დარტყმული პენალტის მოგერიება ყოველდღე ნამდვილად არ ხდება...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176953