ჩოგბურთი

16:20 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვაშეროს დიდი სენსაცია და ჩემპიონობა შანხაის მასტერსზე

შანხაის მასტერსი ვალენტინ ვაშეროს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში არტურ რინდერკნეხი 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა ორ საათსა და 12 წუთს გაგრძელდა, ხოლო მონაკოელმა საბოლოოდ, 6:4, 3:6, 6:3 გაიმარჯვა და დიდი სენსაცია დააფიქსირა, ვინაიდან, ის რეიტინგში მხოლოდ 204-ე ნომერია. თუმცა, ცხადია, ახლა საგრძნობი წინსვლა ექნება.

ვაშერო გახდა ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი, ვისაც ოდესმე ATP-ის 1000-იანი ტურნირი მოუგია. აქამდე ეს სტატუსი ბორნა ჩორიჩს ჰქონდა, რომელმაც 2022 წელს ცინცინატის მასტერსი 152-ე რეიტინგით მოიგო. თუმცა, ვაშერომ ეს 204-ე რეიტინგით მოახერხა.

26 წლის ჩოგბურთელმა შანხაიში 7 შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხებაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098465