საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ბოსნიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.
ორი დღის წინ ბოსნიელებმა 2:1 მოიგეს, თუმცა ამჯერად ვასილ მაისურიაძის გუნდმა აჯობა. 47-ე წუთზე მასპინძლები დარკო სავიჩის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 10 წუთში საქართველო ჰალიდ დოლტმურზიევისა და საბა მურვანიძის გოლებით იგებდა. მატჩის მიწურულს რეზი დანელიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ამით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაასრულა, სადაც 12-18 ნოემბერს, ხორვატიაში იასპარეზებს, ჯგუფში მასპინძელი ხორვატიის გარდა, გიბრალტარსა და სერბეთს დაუპირისპირდება.
ბოსნია - საქართველო 1:3 (0:0)
საქართველო: ჩოჩოშვილი, ამისულაშვილი, შათირიშვილი (გვაზავა 58), გოგოლი (ბოჭორიშვილი 85), ელისაშვილი (დანელია 46), ჩიქოვანი (ხუციშვილი 46), გოგილაშვილი (შალიკიანი 79), კობახიძე (მურვანიძე 46), ჩუბინიძე (დოლტმურზიევი 46), ნიორაძე, დიაკონიძე.
გოლები: 1:0 სავიჩი (47), 1:1 დოლტმურზიევი (49), 1:2 მურვანიძე (57), 1:3 დანელია (82)









