ფეხბურთი

19:52 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სტოიკოვიჩმა ალბანეთთან მარცხის შემდეგ სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დრაგან სტოიკოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ალბანეთთან (0:1) მარცხის შემდეგ განაცხადა.

„ვესაუბრე ფედერაციის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს და გადავდექი. პირადად მე არ ველოდი ამ მარცხს. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამ წაგებაზე“, - ციტირებს BeInSports სტოიკოვიჩის სიტყვებს.

სტოიკოვიჩი სერბეთის ეროვნულ ნაკრებში 2021 წლიდან მუშაობდა. სერბეთის ნაკრებმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა (სექტემბერში ინგლისთან 0:5 წააგო).

ალბანეთს 11 ქულა აქვს და K ჯგუფში მეორე ადგილზეა. სერბეთი 7 ქულით - მესამეზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098431