ფეხბურთი

22:04 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფარერებმა ზედიზედ მესამე შესარჩევი მატჩი მოიგეს

დღეს, 12 ოქტომბერს, 2026 წლის მსოფლო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპის ზონის მორიგი მაჩები იმართება.

ტორსჰავნში ფარერებმა ჩეხეთი 2:1 დაამარცხეს. ეს კუნძულელთა ზედიზედ მესამე გამარჯვებაა მიმდინარე ციკლში. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა (მანამდე მათ გიბრლარტარს 0:1 და ჩერნოგორიას 4:0 სძლიეს).

ამისდაკვალად, საოცარია, მაგრამ ეიდუნ კლაკსტეინის გუნდი კვლავ ინარჩუნებს მუნდიალზე მოხვედრის შანსს. ახლა ფარერელებმა L ჯგუფში 12 ქულა მოაგროვეს და მესამე ადგილზე არიან, თუმცა ერთი ქულითღა ჩამორჩებიან მეორეზე მდგარ ჩეხებს. ჯგუფის ლიდერი კი 13-ქულიანი ხორვატიაა, რომელსაც მეოქეებზე ორი მატჩით ნაკლები ჩაატარა და დღეს მოგვიანებით უმასპინძლებს გიბრალტარს.

G ჯგუფში ნიდერლანდებმა ფინეთს 4:0 მოუგეს და 16 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ ჯგუფს.

შოტლანდიამ ბელარუსს მოუგო (2:1) და 10 ქულით C ჯგუფში გალიდერდა. გამარჯვების გოლი „ნაპოლის“ ლიდერმა, სქოთ მაკტომინეიმ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098024