„კადისმა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-9 ტურში იური ტაბატაძის გოლით „უესკა“ დაამარცხა.
ქართველმა შემტევმა მოედანზე 76 წუთი გაატარა, ხოლო შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი 70-ე წუთზე შეაგდო. იურიმ „კადისის“ მაისურით ჩატარებულ მეშვიდე მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა.
„კადისი“ 18 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 ოქტომბერს, „ბურგოსს“ უმასპინძლებს.






