ფეხბურთი

23:24 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ ამჟამად ევროპის საუკეთესო ეროვნული გუნდი დაასახელა. ეს საფრანგეთი არ არის

მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ძალიან მაღალი შეფასება მისცა.

„ესპანეთის ნაკრები ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან გუნდებს შორის, სადაც ახალგაზრდული გუნდი თამაშობს უფროსებთან ერთად. მილოცვა შემიძლია, ეს მათი უპირატესობაა. ესპანეთი აკონტროლებს სიტუაციას. ისინი ტექნიკურადაც ძალიან ძლიერები არიან.

მუნდიალებზე ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ყოველთვის კარგი არ არის საუკეთესო ფორმაში ყოფნა. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და ბევრმა არ იცის, რა არის მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემთვის, ისინი ამჟამად ევროპის საუკეთესო გუნდი არიან, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი სხვა საკითხია“, - თქვა მბაპემ Movistar-თან ინტერვიუში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096364