2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპის ზონის კვირის სათამაშო დღის გვიანი მატჩებიც დასრულდა.
L ჯგუფში ხორვატიამ გიბრალტარს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა ფრუკისა და სუჩიჩის გოლებით. 57-ე წუთზე მაპინძლებმა პენალტი ვერ გაიტანეს. მაიერმა ცუდად დაარტყა.
ახლა ხორვატები 16 ქულით ერთპიროვნული ლიდერები არიან. თანაც მეტოქეებზე ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარეს. 13-ქულიანი ჩეხეთი მეორე ადგილზეა, 12-ქულიანი ფარერები (!) კი მესამეზე.
C ჯგუფში დანიამ საბერძნეთს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. თამაში დაძაბული და კარგი საცქერი გამოდგა.
დანიელთაგან გოლები ჰოილუნდმა, ანდერსენმა და დამსგაარდმა გაიტანეს. ბერძენთაგან თავი ცოლისმა გამოიჩინა.
ახლა ჯგუფს 10-10 ქულიანი დანია და შოტლანდია მეთაურობენ. 3-ქულიანმა საბერძნეთმა კი მუნდიალზე მოხვედრის შანსი დაკარგა.
G ჯგუფში პოლონეთმა სტუმრად ლიეტუვას 0:2 მოუგო. ამ ჯგუფში ნიდერლანდების ნაკრები ლუდერობს 16 ქულით. 13 -ქულიანი პოლონეთი მეორე საფეხურზე დგას.
H ჯგუფში რუმინეთმა ავსტრია 1:0 დაამარცხა. ჯგუფს 15-ქულიანი ავსტრია ლიდერობს. რუმინელებმა 10 ქულა მოაგროვეს და მესამე ადგილზე არიან 13-ქულიანი ბოსნია-ჰერცეგოვინის შემდეგ.
