ფეხბურთი

2:01 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

განამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზური განის ნაკრებმა მოიპოვა. აფრიკის შესარჩევ ეტაპზე განამ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო.

ოტო ადოს გუნდმა 1:0 გაიმარჯვა ბოლო ტურში, რის შედეგადაც ასპარეზობა 25 ქულით I ჯგუფში პირველ ადგილზე დაასრულა. განა მუნდიალზე ისტორიაში მეხუთედ ითამაშებს. აქამდე, 2006, 2010, 2014 და 2022 წლებში ითამაშა.

მუნდიალის საგზური მასპინძლების, აშშ-ს, მექსიკისა და კანადის გარდა, უკვე მოიპოვეს ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, განამ, ეგვიპტემ, მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმ. პარაგვაიმ, ურუგვაიმ და ახალმა ზელანდიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100855