NBA-ს პრესეზონზე სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ მორიგი მატჩ გამართა და „ვაშინგტონი“ სტუმრად 113:112 დაამარცხა.
მამუკელაშვილს საკმაოდ ნაყოფიერი თამაში ჰქონდა, რომელმაც არასრულ 20 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი მიითვალა.
„ტორონტო“ პრესეზონზე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს „ბოსტონისა“ და „ბრუკლინის“ წინააღმდეგ, ხოლო NBA-ს სეზონს 23 ოქტომბერს, „ატლანტასთან“ საგარეო მატჩით დაიწყებს.