ფეხბურთი

12:25 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფარერების ზღაპარი: ზედიზედ სამი მოგება და 12 ქულა შესარჩევში

ფარერების ნაკრები დღითიდღე პროგრესირებს და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ოთხი დღის წინ მონტენეგროსთან სარეკორდო 4:0 ხომ ხმაურინი შედეგი იყო და კუნძულელებმა ეს არ იკმარეს, ამჯერად ჩეხეთის ნაკრებიც დაამარცხეს - 2:1.

ფარერების ნაკრებმა ივნისში, თბილისში, საქართველოსთან ამხანაგური მატჩი რომ წააგო (0:1), მას შემდეგ ხუთი ოფიციალური თამაში ჩაატარა და ოთხჯერ მოიგო, მათ შორის, ბოლო სამი ზედიზედ (გიბრალტართან, მონტენეგროსა და ჩეხეთთან). ამ ხუთ შეხვედრაში ერთადერთი მარცხი განიცადა, ძლიერ ხორვატიასთან ბრძოლაში 0:1.

ფარერებს შესარჩევ ეტაპზე შვიდ მატჩში 12 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება პლეი-ოფის ზონას, მეორე პოზიციას. თუმცა ეინურ კლაკსტეინის გუნდს მაინც მცირე შანსი აქვს, რადგან ბოლო ტურში სტუმრად ხორვატიას ხვდება, მაშინ, როცა მისი კონკურენტი ჩეხეთი უსუსტეს გიბრალტარს უნდა შეხვდეს.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფარერების ნაკრებისთვის ეს შესარჩევი ეტაპი ისტორიული და ძალიან წარმატებულია. ფაქტია, რომ ეს ნაკრები პროგრესირებს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთა ნაწილი ჯერ კიდევ ნახევრადპროფესიონალები ჰყავს...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096341