კილიან მბაპეს დედამ ფაიზა ლამარიმ თავის შვილზე ფრანგულ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, მბაპეს მოედანს მიღმა ცხოვრება არ აქვს.
ლამარი წუხს, რომ მის შვილს ქუჩაში სიარულიც კი არ შეუძლია და თავს კომფორტულად მხოლოდ მოედანზე გრძნობს:
„ის მოედანზე თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, ვიდრე მოედანს მიღმა. მოედნის გარეთ მას ცხოვრება არ აქვს, მაგრამ ეს არის ცხოვრება, რომელიც მან აირჩია. გასულ წელს, როცა ყველაფერი რიგზე არ იყო, მასთან ვისაუბრე და ვკითხე, სურდა თუ არა შეყვარებულის ყოლა. მან მიპასუხა: „ამ ქაოსში ქალს ხედავ?“ ხანდახან პარიზის ქუჩებში „პეჟო 206“-ით დადიოდა, რომ ენახა პარიზი როგორია. ქუჩაში სიარულიც კი არ შეუძლია. ეს მაწუხებს.






