სხვა

10:08 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია საქართველოშია - ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია. რამდენიმე წუთის წინ ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რითაც აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

11 ოქტომბერს ილია თოფურია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩსაც დაესწრო, სადაც ერთმანეთს ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ (2:0). საქართველოში გამომგზავრებამდე ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა.

"არსებობენ მომენტები, როდესაც სული ორად იყოფა, მაგრამ გული მადლიერებით ივსება. ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა და იმ ადამიანებით, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე მაძლიერებენ. ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო საიდან მოდიხარ და ღირსებითა და გულით განაგრძო გზა." - ეს სიტყვები მას შემდეგ დაწერა ილიამ, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა ესპანეთის ნაკრების ბაზაზე მისვლის გამო გააკრიტიკეს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092557