კალათბურთი

10:52 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

“ორლანდოს” ზედიზედ მესამე გამარჯვება, ბითაძემ 17 წუთი ითამაშა

NBA-ს ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი”, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ამჯერად გოგას გუნდმა საკუთარ დარბაზში “მაიამი ჰიტი” 120:104 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 17:21 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 2 ქულას, 8 მოხსნას, 1 ჩაჭრას და 2 დაფარებას მოუყარა თავი.

მატჩში საუკეთესო “მაიამის” კალათბურთელი კელ’ელ უეირი გახდა, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა იყო, ხოლო “მაიამის” მხრიდან ყველაზე მეტი 17 ქულა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო.

“ორლანდო მეჯიქი” პრესეზონზე ბოლო შეხვედრას 17 ოქტომბერს გამართავენ, სადაც მათი მოწინააღმდეგე “ნიუ ორლეანს პელიკანსი” იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091855