ფეხბურთი

11:27 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძე: "მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მოხარული ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე"

„კადისმა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-9 ტურში იური ტაბატაძის გოლით „უესკა“ 1:0 დაამარცხა. ქათველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კლუბის ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ აუცილებელი იყო სწრაფად დაბრუნება. მოხარული ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ახლა მთავარია, რომ შრომა და წინ სვლა გავაგრძელოთ, რადგან წინ ხანგრძლივი სეზონია და ჩვენი მიზანი ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულებაა." - განაცხადა ტაბატაძემ.

ქართველმა შემტევმა მოედანზე 76 წუთი გაატარა, ხოლო შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი 70-ე წუთზე შეაგდო. იურიმ „კადისის“ მაისურით ჩატარებულ მეშვიდე მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „კადისი“ 18 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 ოქტომბერს, „ბურგოსს“ უმასპინძლებს.

0.163371