ფეხბურთი

13:00 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "საქართველოსთვის ეს მატჩი ფინალის ტოლფასია, ჩვენთვის კი ჩვეულებრივი"

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუ ბულგარეთთან მოგებული 6:1 მატჩის შემდეგ თურქეთის ნაკრების გასახდელში შევიდა და ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

"საოცარი მატჩი ჩაატარეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბურთების შეფარდება გამოვასწორეთ. მიუხედავად ყველაფრისა ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და საქართველოსთან შეხვედრაზე ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, ამ მატჩის მოგება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენი მაყურებლის წინაშე საქართველო უნდა დავამარცხოთ. მათთვის ჩვენთან მატჩი ფინალის ტოლფასია, ჩვენთვის კი ჩვეულებრივია. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ძალიან ცოტა დაგვრჩა." - ამ სიტყვებით მიმართა იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუმ ნაკრების ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ხვალ, 14 ოქტომბერს 22:45 საათზე გაიმარტება. სამი ტურის შემდეგ პირველ ადგილს 9 ქულით ესპანეთი იკავებს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და მესამეზეა, ხოლო ბულგარეთი უქულოდ მეოთხეზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.105648