ფეხბურთი

14:21 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ლამინ იამალის შესაძენად ემზადება

"პარი სენ-ჟერმენი" კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის ლამინ იამალის ტრანსფერით არის დაინტერესებული და მის შეძენას ნებისმიერ ფასად ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი რომაინ მოლინა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დოჰაში პარიზული კლუბის მფლობელების შეკრებაზე მთავარი საკითხი სწორედ ლამინ იამალის ტრანსფერი გახლდათ. ჟურნალისტებმა შეხვედრაზე ხშირად გაჟღერებული ფრაზები გაასაჯაროვეს:

"არ აქვს მნიშვნელობა რა დაგვიჯდება ლამინ იამალის შეძენა, რადგან ჩვენ ის გვჭირდება ნებისმიერ ფასად."

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი "ბარსელონას" აღზრდილია და ძირითად გუნდში 2022-2023 წლების სეზონიდან თამაშობს. 18 წლის იამალის ფასი ტრანსფერმარკეტის მიხედვით 200 მილიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.09286