ორი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი შემტევი ვინისიუს ჟუნიორი მის ყოფილ გულისსწორსა და ორი შვილის დედას ვირჯინია ფონსეკას დაშორდა და უკვე დაიწყო ამძუვნებული ტახივით რუზრუზი სხვა ქალის მოსაძებნად.
„მსხვერპლი“ მალევე გამოჩნდა მშვენიერი ბრაზილიელი მოდელის ანა სილვას სახით, თუმცა მისი დაუფლების მეთოდი იმდენად უცნაური და უხერხულად დასაწერია, სენიორიტა ანამ გაოგნება ვერ დამალა და განაცხადა, რომ საქვეყნოდ ცნობილი ვინისიუსი ტელეფონზე არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი პენისის ფოტოებს უგზავნიდა, აქაოდა სულ შენზე ვფიქრობ და ისეთ ფორმაში ვარ, რომ გაგიხარდებაო.
ცხადია, ანა სილვას და ვინისიუს ჟუნიორის თანაყოფა ვერ შედგა, თუმცა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ ამბის შემდეგ საბოლოოდ მოიპოვა და დაიმკვიდრა ახურუშებული ბუღას „საპატიო წოდება“. ამიერიდან ყველა ქალი მას როგორც ოდენ სექსზე მოფიქრალ ოყლაყს, ისე შეხედავს...









