ფეხბურთი

15:07 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტიმ საუკეთესო თერთმეტეულში ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა

66 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტიმ ტრენტოს სპორტულ ფესტივალზე საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც ოდესმე გაუწვრთნია. აღსანიშნავია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა საუკეთესოთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც დაასახელა.

ლუჩანო სპალეტის საუკეთესო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

სჩესნი/ალისონი, დი ლორენცო, კულიბალი, კივუ, იანკულოვსკი, პიზარო, დე როსი, სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია და ჯეკო.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "ნაპოლიში", "რომაში", "ინტერში", "სამპდორიაში", "უდინეზეში", "ვენეციაში", "ემპოლიში" და "ზენიტში" უმუშავია. ბოლოს ის იტალიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, რომელიც ივნისსში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089701