UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირამ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ბრაზილიელის თქმით, ილია თოფურიასთან განცდილი მარცხის შემდეგ ბრძოლა და ოქტაგონში კვლავ შესვლა აღარ სურდა.
"კარიერაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ გავთიშულიყავი. ამიტომ ილიასთან ბრძოლის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა. ოქტაგონში კვლავ შესვლა და ბრძოლა აღარ მინდოდა, რადგან თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ვნერვიულობდი, თუ რას გრძნობდნენ მშობლები, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი. ბრძოლის და არ დანებების ძალა გულშემატკივრების წერილებმა მომცა. ტელეფონზე უამრავ შეტყობინებებს ვიღებდი, ერთ-ერთი იყო ბავშვის ვიდეო, სადაც ის ტიროდა ჩემს გამო. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, პრაქტიკულად მომკლა." - განაცხადა ოლივეირამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველსავე რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი დივიზიონის ქამარს დაეუფლა. ილიასთნ წაგების შემდეგ ბრაზილიელი მებრძოლი ოქტაგონზე გამარჯვებით დაბრუნდა, 12 ოქტომბერს UFC Rio-ზე მან პოლონელი მატეუშ გამროტი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და გამარჯვება ემოციურად აღნიშნა.









