ტურინის „იუვენტუსს“ დაცვის ხაზის ლიდერი გლეისონ ბრემერი კიდევ ერთხელ დიდი ხნით გამოაკლდა.
28 წლის ბრაზილიელმა ერთი წლის წინ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მთელი სეზონი პრაქტიკულად გაუცდა (მხოლოდ 8 მატჩი) და მოედანს მიმდინარე სეზონის წინ დაუბრუნდა.
თუმცა, ბრემერი კიდევ ერთხელ დაშავდა: მენისკი აქვს დაზიანებული და ოპერაცია უნდა გაუკეთეონ. გამოჯანმრთელების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
გლეისონ ბრემერმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო.