ფეხბურთი

19:40 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პარადოქსი: სან მარინოს რუმინეთთან, რაც შეიძლება დიდი სხვაობით წაგება აწყობს, რათა პლეი-ოფში მოხვდეს

სან მარინოს ნაკრებს, რომელსაც შესარჩევ ციკლში 0 ქულა აქვს და ობიექტურად, ყველაზე სუსტი გუნდია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვს.

ამის მიზეზი ერთა ლიგაა. პლეი-ოფში 16 ნაკრები მოხვდება, 12 შესარჩევი ციკლის ჯგუფების მეორეადგილოსნები, ხოლო დანარჩენი 4 ნაკრები ერთა ლიგის გასული დივიზიონების გამარჯვებულები.

სან მარინომ კი D დივიზიონი მოიგო, სადაც გიბრალტარსა და ლიხტენშტეინს აჯობა. ამიტომაც, ახლა ერთა ლიგის სხვა დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულებს თუ არ დასჭირდებათ ეს კვოტა და ჩვეულებრივ შესარჩევ ციკლში პირველ ან მეორე ადგილზე გავლენ, სან მარინო მოხვდება პლეი-ოფში.

ამისთვის საჭიროა რამდენიმე ნაკრები გავიდეს პირველ-მეორე ადგილზე, მაგრამ ამის შანსი მაღალია. საინტერესო ეს დეტალია: სან მარინო შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში რუმინეთს ხვდება და აწყობს, რომ რაც შეიძლება დიდი სხვაობით წააგოს!

საქმე ისაა, რომ რუმინეთი ჯგუფში მეორე ადგილისთვის იბრძვის, ბოსნიას 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თუ ეს ნაკრებები თანაბარი ქულებით დაასრულებენ ასპარეზობას, გადამწყვეტი ბურთების ბალანსი იქნება. სან მარინოს პლეი-ოფში გასასვლელად სჭირდება, რომ თავის ჯგუფში რუმინეთი გავიდეს მეორე ადგილზე, ამიტომაც, რაც უფრო დიდი ანგარიშით წააგებს, მისთვის უკეთესია...

ეს მართლაც პარადოქსია, მაგრამ რეალობაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096649