ფეხბურთი

22:03 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

კაბო ვერდე ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

ისტორიაში პირველად კაბო ვერდეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

აფრიკის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის ბოლო ტურში კაბო ვერდემ შინ ესვატინის ნაკრები დაამარცხა, რის შედეგადაც ჯგუფში 23 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მუნდიალზე გავიდა, რაც მისთვის ისტორიული შედეგია.

კაბო ვერდემ ჯგუფში კამერუნს, ლიბიას, ანგოლას, მავრიტანიასა და ესვატინის აჯობა. მოგეხსენებათ, ივნისში, კაბო ვერდემ ქუთაისში, საქართველოსთან ნაკრებთან ისპარინგა (1:1), რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა.

მუნდიალის საგზური მასპინძლების, აშშ-ს, მექსიკისა და კანადის გარდა, უკვე მოიპოვეს ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, განამ, ეგვიპტემ, კაბო ვერდემ, მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ურუგვაიმ და ახალმა ზელანდიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167075