სხვა

0:10 | 14.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე პიოტრ იანი იქნება

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას პიოტრ იანთან გამართავს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.

როგორც UFC-ის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, ბრძოლა 6 დეკემბერს გაიმართება და მერაბისა და იანის დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველი მანქანა მიმდინარე წელს მეოთხედ დაიცავს საჩემპიონო ქამარს.

შეგახსენებთ, რომ მერაბს პიოტრ იანი უკვე დამარცხებული ჰყავს, მათი ბრძოლა 2023 წელს გაიმართა და ქართველის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ახლახანს 5 ოქტომბერს გამართა, სადაც კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091091