ფეხბურთი

1:30 | 14.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ყველა დავალება თუ შესრულდება, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში მალტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მის გარდა, ასევე ისაუბრა ფეხბურთელმა მიხეილ მაქაცარიამ და ორივე იმედოვნებს, რომ ნაკრები გამარჯვებას მოიპოვებს.

რამაზ სვანაძე: „განწყობა ნორმალურია. ეს დღეები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო ძალების აღდგენა. ფიზიკურად თამაშისთვის მზად ვართ. არ ველოდები მარტივ თამაშს, თუმცა ერთი ვიცი დანამდვილებით, რომ თუ ის ყველაფერი შესრულდება, რაც როგორც ვარჯიშებზე, ისე თეორიაზე მუშავდებოდა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად, ბევრ ფეხბურთელს ძალიან ბევრი რაღაც აქვს დასამტკიცებელი, ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. როგორც ყოველთვის, ვეცდებით, რომ სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ“.

მიხეილ მაქაცარია: „გუნდში კარგი განწყობაა, საბძროლო შემართებით ვართ. ვიცით, მალტის ნაკრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ და საქართველოში სამი ქულით დავბრუნდეთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ორ ტურში ორი ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, 14 ოქტომბერს კი, სტუმრად მალტას თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095073