„ნიუკასლ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ნიკ ვოლტემადემ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველი გოლის გატანა. სამი ქულა მოვიპოვეთ და ბედნიერი ვარ. ჯგუფში რთული ატმოსფეროა, ამიტომ გამარჯვება თავისთავად მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ სხვადასხვა სტანდარტულ სიტუაციებზე - მიხარია, რომ დღეს ყველაფერი გამოგვივიდა“, - ციტირებს ვოლტემადეს სიტყვებს „ბაიერნის“ ოფიციალური გვერდი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
გერმანიამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 დაამარცხა.









