უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჰი რებროვმა ისაუბრა მსოფლიო ჩემპიონატის D შესარჩევ ჯგუფში არსებულ ვითარებაზე აზერბაიჯანთან 2:1 გამარჯვებისა და საფრანგეთის ისლანდიასთან 2:2 ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ.
„დიახ, ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს, მაგრამ საუკეთესო გუნდებთან თანაბარ პირობებში კონკურენციისთვის, გვჭირდება საუკეთესო შემადგენლობა. ვფიქრობ, ახლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნება, განსაკუთრებით თავდამსხმელების, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, რათა კონკურენცია გავუწიოთ ნებისმიერ გუნდს, თუნდაც ისეთს, როგორიც საფრანგეთია.
მჯერა, რომ უკრაინის გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის ითამაშებს. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ. მაგრამ მოწინააღმდეგეებიც ცდილობენ, მათ აქვთ საკუთარი მიზნები. ასეთ მატჩებში, სადაც დონე მაღალია, ყველაფერი შესაძლებელია“, - ციტირებს რებროვის სიტყვებს უკრაინის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
შესარჩევი რაუნდის დასრულებამდე ორი ტური დარჩა, უკრაინასა და საფრანგეთს შორის სხვაობა სამი ქულაა. ისინი ერთმანეთს 13 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.