ფეხბურთი

12:17 | 14.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის პოტენციური ახალი კლუბი გამოვლინდა. „ლივერპული“ მზადაა ის ამ ზამთარს გაყიდოს

თურქულმა კლუბმა „გალათასარაიმ“ ინტერესი გამოთქვა „ლივერპულის“ თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის მიმართ და ზამთარში ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს, იუწყება Nefes.

წყაროს ცნობით, სტამბოლური კლუბი გეგმავს 33 წლის ეგვიპტელის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაფორმებას. ამასობაში, „ლივერპული,“ მიუხედავად სალაჰის მიმდინარე კონტრაქტისა მომავალი სეზონის ბოლომდე, სავარაუდოდ, მზადაა განიხილოს მისი გაყიდვის შესაძლებლობა.

კლუბი თვლის, რომ სალაჰის დრო გუნდში თანდათან დასასრულს უახლოვდება და მზადაა მოისმინოს შეთავაზებები, რათა უზრუნველყოს ვარსკვლავი მოთამაშის მაქსიმალურ თანხად გაყიდვა, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

საინტერესოა, რომ თავად სალაჰზე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მატჩში „გალათასარაის“ წინააღმდეგ ატმოსფერომ. როგორც ამბობენ, მან ილკაი გიუნდოგანსაც კი ჰკითხა, ნამდვილად ჭარბობს თუ არა ასეთი ენერგია ტრიბუნებზე თურქული გუნდის ყველა საშინაო მატჩში.

ამ სეზონში მოჰამედმა კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ცხრა მატჩში სამი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173257