ფეხბურთი

12:48 | 14.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ პსჟ-ს მწვრთნელ ლუის ენრიკეზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეზე ისაუბრა. ფრანგი პარიზულ კლუბში კატალონიელის ხელმძღვანელობით 2023/2024 წლების სეზონში თამაშობდა.

„ლუის ენრიკე? რამდენიმე დღის წინათ „ლილი“-პსჟ-ს მატჩის დროს ვნახე. ის ძალიან კარგი ადამიანია. უფრო მეტიც, ის შესანიშნავი, ასევე ბრწყინვალე მწვრთნელია. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ლუისთან ერთად, როგორც მწვრთნელთან, მშვენიერი დრო გავატარე“, - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Movistar.

პსჟ-ში კარიერის განმავლობაში მბაპემ ყველა შეჯიბრში 308 მატჩი ჩაატარა, 256 ბურთი გაიტანა და 110 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097939