შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იონ დალ ტომასონმა კომენტარი გააკეთა კოსოვოსთან 0:1 მარცხზე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში.
„რა თქმა უნდა, დღეს საკმარისად კარგები არ ვიყავით და ეს საშინელი შედეგია. ძალიან მტკივნეულია. დაგვავიწყდა, როგორ გავიტანოთ გოლები და არ ვიცი, რატომ“, - ციტირებს ტომასონის სიტყვებს Reuters.
ოთხი ტურის შემდეგ, D ჯგუფში ჯერაც გაუმარჯვებელ შვედეთის ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო, მე-4 ადგილზეა. 7-ქულიანი კოსოვო მეორეზე, ლიდერი კი 10-ქულიანი შვეიცარიაა.









