გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა დაიცვა ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ ნახევარმცველი ფლორიან ვირცი, რომელიც კლუბში ცუდი თამაშის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა.
ფეხბურთელი გასულ ზაფხულს შეუერთდა მერსისაიდელებს და 10 მატჩში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„მინდა მოვისმინო ვირცის თამაშის უფრო სიღრმისეული ანალიზი, ვიდრე მხოლოდ საგოლე გადაცემაზე ფოკუსირება. ყველას, ვინც ვერ ხედავს ფლოს გამორჩეულ თვისებებს, სინამდვილეში ბევრი არაფერი ესმის ფეხბურთის. ამ ტრანსფერის წარუმატებლობად მიჩნევა უკვე გაზვიადებაა.
დარწმუნებული ვარ, გოლები და საგოლე გადაცემა ძალიან მალე მოვა - თუ არა ოქტომბერში, მაშინ ნოემბერში“. არცერთ მოთამაშეს ან ადამიანს არ შეუძლია სრულად გაემიჯნოს ამდენ ხმაურს. ეს ყოველთვის მოქმედებს.
მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ფლო, მისი უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინებით, ამ ეტაპს გადალახავს. ეს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის ეროვნული ნაკრებისთვის. პირადად მე, განსაკუთრებული ეჭვი არ მეპარება. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - ციტირებს გიუნდოგანის სიტყვებს Bild.