ფეხბურთი

15:23 | 14.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა მადრიდის „რეალს“ 2027 წელს დატოვებს

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა კლუბთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს - გვამცნობს El Nacional.

ბელგიელის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. წყაროს ცნობით, მისი ვადის გასვლის შემდეგ, კურტუას შეუძლია პროფესიული ფეხბურთიდან წასვლა ან ბოლო მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაფორმება, სავარაუდოდ, საუდის არაბეთის კლუბთან. ასევე განიხილება „გენკში“ დაბრუნება, სადაც მან საფეხბურთო კარიერა დაიწყო.

„რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მთავარ კანდიდატად უკრაინელ ანდრეი ლუნინს განიხილავს, რომელიც კურტუას წასვლის შემდეგ პირველი ნომრის პოზიციას დაიკავებს. თუმცა, ამის მისაღწევად, ლუნინი ბელგიელის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სათადარიგო უნდა დარჩეს და გაურკვეველია, ეყოფა თუ არა მას მოთმინება, დაელოდოს ამ შანსს.

მადრიდის „რეალისთვის“ ალტერნატიული ვარიანტია „ბრაიტონის“ კარის დარაჯი ბარტ ვერბრუგენი. კლუბის სკაუტების განყოფილება უკვე ყურადღებით აკვირდება ნიდერლანდელ მეკარეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100754