მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე ისაუბრა.
„ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება რომ მომიწიოს, ბრაზილიელ რონალდოს ავირჩევდი. ის, რასაც მოედანზე აკეთებდა, წარმოუდგენელია. ის მეტოქეს ეუბნებოდა: „ერთ ფინტს გავაკეთებ“ და ის ამას გააკეთებდა“, - ციტირებს ზიდანის სიტყვებს ESPN.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში რონალდო ისეთ კლუბებში თამაშობდა, როგორიცაა „კრუზეირუ“, პსვ, „ბარსელონა“, „ინტერი“, მადრიდის „რეალი“, „მილანი“ და „კორინთიანსი“.









