ფეხბურთი

16:30 | 14.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრებმა იაპონიასთან 2:0-დან 2:3 წააგო

ბრაზილიის ნაკრებმა აზიურ ტურნეში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და თუ ოთხი დღის წინ სამხრეთ კორეა 5:0 გაანადგურა, ამჯერად, იაპონიის ნაკრებთან დამარცხდა.

პაულო ენრიკესა და გაბრიელ მარტინელის გოლებით კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში ეს უპირატესობა ხელიდან გაუშვა. მინამინომ, ნაკამურამ და უედამ სამჯერ გაუტანეს „სელესაოს“ და იაპონიის ნაკრებმა 3:2 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიასა და იაპონიას მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ, შესაბამისად, მუნდიალისთვის ემზადებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094842