ფეხბურთი

18:41 | 14.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ლევანდოვსკი გამოაკლდა

„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ტრავმირებულია. ინფორმაციას ესპანური გრანდის ვებგვერდი ავრცელებს.

37 წლის ფეხბურთელმა ტრავმა პოლონეთის ნაკრებში მიიღო და ბარსელონაში დაბრუნდა. მას ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება. ზუსტი დრო, რომელიც ლევანდოვსკის გაუცდება, უცნობია, მაგრამ რამდენიმე კვირა ლაზარეთში იქნება. შესაბამისად, 26 ოქტომბერს, მადრიდის „რეალთან“ ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097853